Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართულ-პოლონური სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

 

2024 წლის 15 ოქტომბერს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ქართულ-პოლონური სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონია გახსნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორმა არკადიუშ ვუდარსკიმ.

 

პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბერლინში, ოდერის ფრანკფურტსა და სლუბიცეში მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა საზაფხულო სკოლა, რომელშიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები : მედეაანსიანი, თამარ ჯახუა, გიორგი გეწაძე, ლალი კალიჩენკო, გიორგი წერეთელი, ნუგზარი ედიშერაშვილი, გვანცა ხაჩიძე - მონაწილეობდნენ.

 

გაცვლითი პროგრამა განხორციელდა თსუ-ის, პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტისა დავიადრინას ევროპული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების მიერ, პოლონეთისა და საქართველოს იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით.

 

პროგრამას კოორდინაციას უწევდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორითამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე, პროფესორი გიორგი ხუბუა და მოწვეული ლექტორი თამარ ერგემლიძე.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, ქართულ-პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გეგმავს სტუდენტებისთვის მსგავსი პროექტების შეთავაზებას.

თარიღი: 28/10/2024